პროექტის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ მონაწილე პედაგოგების მიერ ინტეგრირებული პროექტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 30, 2024

30.04.24 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, საინფორმაციო ცენტრის პროექტის „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ მონაწილე პედაგოგების მიერ განხორციელებული ინტეგრირებული პროექტის მონაწილეებთან შეხვედრას ონლაინ ფორმატში შეუერთდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ესაუბრა და საინფორმაციო ცენტრის მიერ ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ერთობლივი პროექტის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროები სისტემატურად ერთვებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილ აქტივობებსა და პედაგოგებთან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.