პროექტების „მომავლის ელჩები“ და „ნატოს სკოლა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ივნისი 24, 2021

24.06.21 – იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, პროექტების „მომავლის ელჩები“ და „ნატოს სკოლა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტები ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის პარტნიორიც ააიპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ იყო.

შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ.

პროექტის ფარგლებში ქუთაისის 40-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ, თემებზე: საქართველო-ნატოს ურთიერთოებები, არსებული რეალობა და გამოწვევები; ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიები; ევროკავშირი საქართველოს პარტნიორი; ასოცირების ხელშეკრულება და DCFTI; დეზინფორმაცია; უვიზო მიმოსვლა;

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ლექციებზე მოსმენილ თემებზე თავად მოამზადეს პრეზენტაციები და სკოლებში თანატოლებს წარუდგინეს.

„პროექტმა ხელი შეუწყო ახალგაზრდებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და მათ ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. ვფიქრობ, შედეგი მიღწეულია, რადგან პროექტში ჩართულმა ყველა მოსწავლემ გააზრებულად იცის, თუ რატომ არის ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, მარიკა ვაჭარაძემ.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე, პროექტში ჩართულ 42 მოსწავლეს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ასევე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანამანათლებლო გაცვლით პროგრამის ერასმუს + შესახებ, რომლიც პრეზენტაციაც ცენტრის სტაჟიორმა წარადგინა.