პროექტი “ევროპული არდადეგები” იმერეთის რეგიონს ეწვია
ივლისი 15, 2021
5-16.07.21 – იმერეთი
პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 110 ახალგაზრდა ეწვია სათაფლიის ნაკრძალს, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს. კულტურული მემკვიდრეობის მონახულებასთან ერთად, მათ ჩაუტარდათ სემინარები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მათ ესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობა, ევროპული ცნობიერებისა და საზრისის ქართულთან თანხვედრა, ევროპის, როგორც არა გეოგრაფიული მოცემულობის, არამედ, როგორც ფასეულობებისა და ღირებულებების ერთობლიობა.
პროექტს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთობლივად ახორციელებს.
ახალგაზრდები საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ და მათთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამ მიმართულებების -ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია,რადგანაც ახალგაზრდები თავად იქნებიან ამ პროცესების მონაწილე უახლოეს მომავალში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან ერთგვარი ხიდი, მათ თანატოლებთან, უფროს თაობასთან და იმ სოციუმში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.