პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები” მონაწილეებისთვის მოსამზადებელი სემინარები დასრულდა

ნოემბერი 3, 2020

22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, პროექტის “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ მეოთხე ნაკადის მონაწილეთათვის ტრენერთა ტრენინგის მოსამზადებელი სემინარები ჩატარდა. 

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების გადამზადებას, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის, ევროპული ღირებულებებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. სემინარების დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები გახდებიან თანატოლგანმანათლებლები/მულტიპლიკატორები, რომლებიც რეგიონში გაავრცელებენ ინფორმაციას და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობისა და დასავლური ღირებულებების შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

პროექტის მეოთხე ნაკადში მონაწილეობდნენ როგორც თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან, სამცხე ჯავახეთიდან ახალგაზრდები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და ექსპერტებისგან  მოისმინეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ნატოს ისტორია; ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები; ევროკავშირის ისტორია; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირის დახმარება; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; მითები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში; ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი; მედიაწიგნიერების საკითხები, ასევე, პრეზენტაციის საუკეთესოდ წარდგენის ტექნიკისა და კომუნიკაციის ეფექტიანი მეთოდები.

აღსანიშნავია, რომ  დასავლური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობისათვის საინფორმაციო ცენტრი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებსა და პროგრამებს. პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ფარგლებში უკვე გვყავს გადამზადებული 100-მდე ახალგაზრდა.

პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაარომელიც ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება