პროექტის „ჩემი თემის ხმა“ მონაწილეებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 3, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ,  შუახევის მუნიციპალიტეტის  მერიასთან და   ა/ორგანიზაციასთან  „გადასხვაფერდი“ თანამშრომლობით,   პროექტის  “ჩემი თემის ხმა”  მონაწილეებისთვის შემეცნებითი  ონლაინ სემინარი გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის  რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებს  ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები და მოვლენები, საქართველო-ევროკავშირსა და საქართველო-ნატოს შორის არსებული  ურთიერთობების დინამიკასა და პერსპექტივებზე,  ევროკავშირის  და ნატოს დაარსების ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებსა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა.  ყურადღება გამახვილდა ნატოს სამშვიდობო ოპერაციებზე,  საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილ წვლილსა და იმ გამოცდილებაზე, რასაც ნატოს სტანდარტების  შესაბამისად, ქართველი ჯარისკაცები იღებენ. მომხსენებელმა მონაწილეებს  ის პროექტები და პროგრამებიც გააცნო, რომლებიც  საქართველოში  ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.