პროექტის „გონიერი თაობა“ წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 27, 2022

27.05.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის „გონიერი თაობა“ წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე, სამომავლო პერეპექტივებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს.