პროექტის „მეტი-ევროპა – მეტი შესაძლებლობა“ მონაწილეებთან, წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბში შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 7, 2022
07.10.22 – წალენჯიხა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, „Proactive Group Georgia“-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში ჩაერთო.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
პროექტი „მეტი ევროპა – მეტი შესაძლებლობა“ ხორციელდება „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“- DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერის ფარგლებში, „ProActive Group Georgia“-სთან პარტნიორობით.
„DRIVE Democracy“ ხორციელდება „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან“ (EPRC) თანამშრომლობით. პროექტი მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.