პროექტის “მოხალისეობა განვითარებისთვის” მონაწილეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

ნოემბერი 29, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიურომ, პროექტის “მოხალისეობა განვითარებისთვის” მონაწილეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს  ნატოსთან  თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ნატოს ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხებზე.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად   ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.