პროექტის „მომავლის ელჩები“ ფარგლებში ქუთაისის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 11, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, პროექტის “მომავლის ელჩები” ფარგლებში ქუთაისის 12-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრი საქმიანობა გააცნო და პანდემიის პერიოდში დაგეგმილ აქტივობებზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს ქუთაისის N6 და მე-12 სკოლის მოსწავლეეებმა და თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაფართოების ფაზები და პარტნიორობის მექანიზმები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი “მომავლის ელჩები” ქუთაისის მერიისა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოშიაშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.