პროექტის „ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 19, 2022
19.04.22 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ბათუმის ამერიკული კუთხის ერთობლივი თანამშრომლობით, მოხალისეებისა და ახალგაზრდებისთვის პროექტის „ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ ფარგლებში, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ეტაპებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრისა და ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და სხვადასხვა პროექტის ფორმატში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებას.
შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა, ახალგაზრდებმა უპასუხეს შეკითხვებს ნატოს მიზნების, პრინციპებისა და ფუნქციონირების საკითხებზე. ვიქტორინის ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისა და ამერიკული კუთხისგან საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.