პროექტში ,,საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მოგზაურობა” ჩართული ახალგაზრდებისთვის შეხვედრა ჩატარდა

აპრილი 12, 2022

12.04.22 – იმერეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ორგანიზაციის YAYA Georgia პროექტის ,,საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მოგზაურობა” ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალაგზრდებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, გაწევრიანების ეტაპებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.