პროფესიულ კოლეჯში “თეთნულდი” საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 25, 2023

25.07.23 – მესტია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მესტიაში პროფესიულ კოლეჯში “თეთნულდი” ევროინტეგრაციის სარგებელზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილე 22 ახალგაზრდასა და ახალგაზრდულ მუშაკებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დავით ნიჟარაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდულ პროგრამებზე, კერძოდ, ERASMUS +, ERASMUS MUNDUS-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის საშუალებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვისა და ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში სტაჟირების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.