პროფესიული კოლეჯის “ახალი ტალღა” ლექტორ-მასწავლებლებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 21, 2022

21.10.22 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, პროფესიული კოლეჯის “ახალი ტალღა” ხულოს ფილიალის ლექტორ-მასწავლებლებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროიტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს, უვიზოდ გადაადგილების რეგულაციებსა და შენგენის ზონაში თავისუფალი სავიჟო რეჟიმის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს.

მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის IOM-ის ბათუმის ოფისის წარმომადგენელმა, ნანა პაპიაშვილმა მსმენელებს უსაფრთხო მოგრაციის საკითხებსა და ტრეფიკინგის, ბულინგისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.