პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ სტუდენტებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 1, 2023

01.11.23 – ოზურგეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული კოლეჯის „ჰორიზონტი“ პედაგოგებსა და სტუდენტებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკა ქარდავამ, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის დახმარების პროექტებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ იმ სარგებელს, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით არის გათვალისწინებული.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია და ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.