პროფესიული კოლეჯის „კონსტრუქტ2“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 21, 2023

21.03.23 – ზესტაფონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პროფესიული კოლეჯის „კონსტრუქტ2“ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობაზე ესაუბრა და პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ მიზნები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველო ნატო-ს ურთიერთოებებსა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.