პროფესიული სასწავლებლის „ბლექსი“ შუახევის ფილიალის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 19, 2022

19.05.22 – შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული სასწავლებლის „ბლექსი“ შუახევის ფილიალის სტუდენტებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროპის დღის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ცენტრის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოიცავს. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო გეგმებს.