პროგრამაში „ბილინგვური განათლების ხელშეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“ ჩართული მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა
დეკემბერი 24, 2021
24.12.21 – ქვემო ქართლი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლში, პროგრამაში: „ბილინგვური განათლების ხელშეწყობა ეთნიკურ უმცირესობათა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“ ჩართული მოსწავლეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშილმა, ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ინტეგრაციის მექანიზმებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, როგორც სახიფათო გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებელმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები და ამ პროცესის დინამიკა მიმოიხილა. მონაწილეებს იმ შესაძლებლობებზე მიეწოდათ ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. საუბარი, ასევე შეეხო ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტს, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.