პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 18, 2021

18.11.21 – ქვემო ქართლი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატო-ს დაარსებისა და გაფართოების ისტორიის, ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.