პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
ნოემბერი 24, 2021
24.11.21 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ისაუბრა ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობასა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.