პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

ნოემბერი 22, 2021

22.11.21 – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ისაუბრა ნატოს როლსა და მნიშვნელობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ყურადღება გამახვილდა ნატოს დაფუძნებისა და გაფართოების ისტორიაზე, ასევე, ნატოს მიზნებსა და ამოცანებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამგამოხატეენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.