პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული სამეგრელოს რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 17, 2021

17.11.21 – სამეგრელო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ჩართული სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ალიანსის ისტორიაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.