ქ.დუშეთში არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის და მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2022

29.03.22 – დუშეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიუროსა და სლოვაკური საკონსულტაციო ჯგუფის, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ორგანიზებით, ქალაქ დუშეთში არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის და მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საზღვრისპირა რეგიონისა და ადგილობრივი თემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

საინფორმაციო ცენტრის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს რეგიონის მდგრადობის გაძლიერების საკითხებში ევროინტეგრაციის პროცესების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხადასაჭერად დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობას.