ქ. ფოთის მასწავლებლებთან ონლაინ სემინარი გაიმართა
ოქტომბერი 27, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანი\ებით ქ. ფოთის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებთან ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ანა ცანავამ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ამ მხრივ არსებულ სარგებელზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტსაც.
სემინარი პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.