ქ. ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

დეკემბერი 3, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქ. ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მომხსენებელმა ყურადღება, გაამახვილა ნატოს  შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, ანტი-დასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

სემინარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად  ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.