ქ.კასპის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 23, 2023
23.03.23 – კასპი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ კასპის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირის დაარსების ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი, ასევე, მსმენელებს იმ შესაძლებლობებზეც ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.