ქ. ხობის სკოლის მოსწავლეებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 8, 2022

08.12.22 – ხობი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ხობის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მექანიზმებზე, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომ “საქართველო გახდება ნატოს წევრი”.

მომხსენებელმა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.