ქ.თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23, 2023
23.02.23 – თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.თელავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე მოვლენები, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხები, ევროკავშირის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ევროპული ფასეულობები და ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.