ქ.თელავში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 18, 2022

18.05.22 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ი.გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯის ,,პრესტიჟი’’ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა და კვლევითი ცენტრის “ჯეოქეისი” მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მედეგობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

შეხვედრას, რომელსაც 50 მდე სტუდენტი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.