ქ.თელავში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 7, 2022

07.10.22 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილე სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და მოსწავლეებთან თელავის მუნიციპალიტეტში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.