ქ. თეთრიწყაროს საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2023
24.03.23 – თეთრიწყარო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ, ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობების, ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე და მონაწილეებს ფოტო/ვიდეო და ტექსტური ინფორმაციის გაყალბებისა და დამახინჯების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.