ქ. თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 16, 2022

16.06.22 – თიანეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. თიანეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ისტორიის, უახლოესი პროცესებისა და წევრობაზე განაცხადის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთანავე, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობასა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს.