ქ. ზუგდიდის მე-2 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 14, 2022
14.12.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროპულ ღირებულებებზე, დასავლური ინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანი გაბელიამ, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.