ქ. ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 9, 2022

09.12.22 – ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, ევროპულ ღირებულებებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ევროკავშირში გაწევრიანებს კრიტერიუმებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.

ასევე, ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დასასრულს მოსწავლეებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.