ქალაქ დუშეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 19, 2022
19.07.22 – დუშეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და მეგობრობის ხიდის „ქართლოსი“ ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ დუშეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყარამან ბერიძემ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის დახმარების პროექტებზე.
სემინარები პროექტის „ცხინავლის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება“ ფარგლებში, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში ჩატარდა. პროექტს საქართველოში „SlovakAid” – ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, სლოვაკური ორგანიზაცია „MESA10“ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.