ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სემინარი გაიმართა

აპრილი 15, 2022

15.04.22 – რუსთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების რუსთავის ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სემინარი ჩატარდა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი დამსწრე საზოგადოებას საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, დინამიკასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანოზაციის როლზე მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.