ქალაქ რუსთავში მოქმედი ორგანიზაციის „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 4, 2022
04.07.22 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი ორგანიზაციის „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“ ბენეფიციარებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიულ კონტექსტს, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპებს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობაზე, ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრის ბოლოს, გაიმართა შემაჯამებელი აქტივობა kahoot-ის პლატფორმაზე, რომელშიც გამარჯვებულ ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.