ქალაქ თელავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 2, 2023

02.03.23 – თელავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ.თელავის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე მოვლენები, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხები, ევროკავშირის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ევროპული ფასეულობები და ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

შეხვედრა თელავის 4 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ USAID პროექტის სხვადასხვა ბენეფიციარი.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.