ქალაქ ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა
აპრილი 4, 2022
04.04.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქ. ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.