ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა

ივლისი 15, 2022

15.07.22 – ქარელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლის რეგიონში ციკო შაქარაშვილმა, ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რაც საქართველომ ხელშეკრულების შედეგად უკვე მიიღო.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.