ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

მაისი 11, 2022

11.05.22 – ქარელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ციკო შაქარაშვილმა, მოსწავლეებს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ქართულ-ევროპულ საერთო ღირებულებებს, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.