ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 30, 2023
30.06.23 – ყაზბეგი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ყაზბეგის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექციასთან თანამშრომლობით, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ბიბლიოთეკარები, მკითხველები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, ევროკავშირისა და ნატო-ს დაარსების ისტორიასა და გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის ქვეყნებში საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობებსა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.