ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 30, 2023

30.06.23 – ყაზბეგი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საჯარო მოხელეები, სამსახურების ხელმძღვანელები და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

მოწვეულმა ექსპერტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩიტაძემ, საქართველო ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის ბაზარი ქართველ მეწარმეებს აძლევს. საუბარი, ასევე, შეეხო ეკონომიკური მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.