ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 30, 2023

30.06.23 – ყაზბეგი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სკოლის დირექტორები, მოადგილეები და რესურს ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ჩიტაძემ, საქართველო ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და პარტნიორობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის ბაზარი ქართველ მეწარმეებს აძლევს. საუბარი, ასევე, შეეხო ეკონომიკური მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.