ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

აპრილი 22, 2021

22.04.21 – ქედა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსა და ქედის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქედის კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მონაწილეებს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკა გააცნო და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საკანონმდებლო რეგულაციებსა და სიახლეებს. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა განათლებისა და კულტურის სფეროში ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროგრამები და ის სარგებელი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი.

შეხევდრას ესწრებოდა ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ქაჯაია, რომელმაც ევროინტეგრაციის საკითხებზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.