ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 28, 2022
28.09.22 – ქედა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურა ხამაშურიძემ, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროინტეგრაციის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ – კი ყურადღება გაამახვილა ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და არსებულ შდეგებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.