ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა
მარტი 28, 2022

28.03.22 – სოფელი წონიარისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფრომაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე – კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.
საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებსა და მედიაწიგნიერების გაძლიერების საკითხებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.