ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 23, 2021

23.09.21 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ზემო აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.