ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 26, 2022

26.09.22 – სოფელი ზვარე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორია, რომლის შემდეგაც გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.