ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 5, 2022

05.12.22 – სოფელი პირველი მაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირის შექმნის, მიზნების, ამოცანების, გაფართოების ეტაპებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ახალ განზომილებაში გადასვლის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრისას კი, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.
ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის ERASMUS – ში მონაწილეობის პირობებს, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებს.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი თინა ცეცხლაძე, რომელმაც მოსწავლეებს მოუწოდა საინფორმაციო ცენტრის აქტივობებში ჩართულობისა და საინტერესო იდეების წარდგენისკენ.