ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 19, 2021

19.08.21 – ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus+ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო გავრცელებულ დეზინფორმაციებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდას.

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ევროპული განათლების შესაძლებლობებითა და იმ პროგრამებით, რომლებსაც ევროკავშირი გვთავაზობს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.